აბიდალი: “ვინც ეს სია შეადგინა, ფეხბურთში ვერ ერკვევა”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა უეფას წლის სიმბოლური გუნდის გაფართოებული სია გააკრიტიკა. ფრანგის თქმით, 40 პრეტენდენტს შორის აუცილებლად უნდა დაესახელებინათ კატალონიური გუნდის ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი.

“ვინც ეს სია შეადგინა, ფეხბურთში ვერ ერკვევა, რადგან ბუსკეტსი არ შეიყვანა”, – ციტირებს აბიდალის სიტყვებს sport-english.com-ი.

ცნობისათვის, გაფართოებულ სიაში “ბარსელონას” რვა ფეხბურთელია მოხვედრილი: ხავიერ მასკერანო, ჟერარ პიკე, დანიელ ალვესი, ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი, ნეიმარი, ლიონელ მესი.

 

აბიდალი: “მინდა, “ბარსელონასთვის” ახალი მესი ვიპოვო”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში, იგი სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს და ახალი ტალანტების მოძიებას ეცდება.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ლაპორტას გუნდის წევრი. “ბარსელონაში” მუშაობის გაგრძელება მინდოდა, თუმცა ამ წლების განმავლობაში იმაზე ვფიქრობდი, თუ რა როლის შესრულება შემეძლო კლუბში. გვინდა, დავიწყოთ ახალი პროექტი და მოვიზიდოთ მესის, ჩავისა და ინიესტას მსგავსი მოთამაშეები”, – ციტირებს აბიდალის სიტყვებს Goal.com-ი.

 

აბიდალმა კარიერა დაასრულა

“ოლიმპიაკოსის” მცველმა ერიკ აბიდალმა 35 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.

უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ფრანგი ფეხბურთელი შემდეგი კლუბების ღირსებას იცავდა: “მონაკო”, “ლილი”, “ლიონი”, “ბარსელონა” და “ოლიმპიაკოსი”.

აბიდალმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 67 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა. “ლიონთან” ერთად სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. “ბარსელონას” რიგებში აბიდალმა ოთხჯერ მოიგო ესპანეთის პრიმერადივიზიონი, ორჯერ კი ქვეყნის თასს დაეუფლა. 2009 და 2011 წლებში მან კატალონიურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ აბიდალს რამდენიმე წლის წინათ ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა, რომელზედაც გამარჯვება შეძლო და საფეხბურთო კარიერაც გააგრძელა.

ერიკ აბიდალი, სავარაუდოდ, “ბარსელონას” აკადემიის დირექტორის პოსტს დაიკავებს.

 

ტიაგო სილვა: „აბიდალი – მსოფლიოს საუკეთესო მცველია“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველის ტიაგო სილვას აზრით, ამჟამად მის პოზიციაზე პლანეტის საუკეთესო მოთამაშე ერიკ აბიდალია.

„პლანეტის საუკეთესო მცველი? ერიკ აბიდალი“, – განუცხადა სილვამ „Canal+“-ს.

„მასთან ერთად თამაში ძალიან კომფორტულია. გარდა ამისა, იგი ყოველთვის მშვიდად თამაშობს. ამ კომპონენტში მაგალითის აღებას სწორედ მისგან ვცდილობ“, – აღნიშნა სამხრეტ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი