“შსს-აკადემია” – “სოხუმის” შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდების კალათბურთელებმა, გიროგი შარაბიძემ და გრიგოლ შვანგირაძემ გააკეთეს.
გიორგი შარაბიძე: “გუშინდელი მარცხის შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ და დღეს გამარჯვება მოვიპოვეთ. სოხუმი ძლიერი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში უფრო მეტად დავიხარჯებით დადებით შედეგის მოსაპოვებლად.”
გრიგოლ შვანგირაძე: “შსს ძლიერი გუნდია. ამიტომ, გადაღლილობის ფონზე და ტრავმირებული მოთამაშეებით მათთან მოგება რთულია. იმედი გვაქვს, მომდევნო შეხვედრაში უკეთესი სურათი იქნება”