“ჩელსის” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, თანაგუნდელი ედენ აზარი “ბარსელონას” შემტევს, ლეო მესის შეადარა.
“ჩვენთვის აზარი ნახევარდაცვისა და თავდასხმის შემაერთებელი რგოლია. ედენი “ჩელსისთვის” მესია, იმიტომ რომ გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ” – განაცხადა ფაბრეგასმა.
ფაბრეგასი “ჩელსიში” 2014 წლის ზაფხულში, “ბარსელონადან” გადავიდა. მანამდე კი “არსენალის” ღირსებას იცავდა.