Europe-bet-ის კვირის გუნდი

მიმდინარე კვირიდან Fanebi.Com-ი ახალ რუბრიკას Europe-Bet Team-ს შემოგთავაზებთ, რომელსაც განვლილი შაბათ-კვირის საუკეთესო მოთამაშეებს მიუძღვნის. ჩვენ წარმოგიდგენთ წამყვანი საფეხბურთო ლიგების განვლილი ტურების საუკეთესო მოთამაშეებით დამოპლექტებულ ნაკრებს და დაწვრილებით განვიხილავთ მათ თამაშს.

მაშ ასე, მიმდინარე კვირის გუნდი ასე გამოიყურება:

fanebi team

 

განვლილი ტურების მიხედვით, საკმაოდ საინტერესო ტაქტიკის, კერძოდ კი, 3-2-3-2-ს არჩევა მოგვიწია.

დაცვაში თავისი გუნდების ბოლო ტურის შეხვედრებში გამორჩეული ცენტრალური მცველებად ლეონარდო ბონუჩის, ვენსან კომპანისა და ჯონ ტერის არჩევა მოგვიწია. თუმცა, მცველებზე საუბრამდე, მეკარის პოზიცია განვიხილოთ, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯი დავიდ დე ხეა ავირჩიეთ, რომელმაც „ევერტონთან“ ბოლო შეხვერაში განუმეორებელი იყო, მოიგერია პენალტი და მაყურებლებს თავი კიდევ რამდენიმე სეივით დაამახსოვრა, „წითელმა ეშმაკებმა“ კი, ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

მცველებს შორის, პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, ლეონარდო ბონუჩი გამოირჩა, რომელმაც დაცვაში კარგად თამაშის გარდა, „იუვენტუსს“ „რომასთან“ მატჩში 3 ქულა მოუტანა. იგივე ითქმის ვენსან კომპანისა და ჯონ ტერიზე, ამ უკანასკნელმა პრემიერლიგის გასული ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თავის პოზიციაზე საიმედოდ ითამაშა, „არისტოკრატებმა“ კი, „არსენალი“ 2:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ტერის გარდა, ჩვენს რჩეულებს შორის ასევე „ჩელსის“ კიდევ ორი მოთამაშეა. პირველი მათგანი სესკ ფაბრეგასია, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კარგად ითამაშა და დიეგო კოშტა საგოლე გადაცემითაც მოამარაგა. გამორჩეული ედენ აზარიც იყო – ბელგიელმა უკვე ხსენებულ შეხვედრაში, აქტიურად თამაშის გარდა, პირველი გოლიც გაიტანა.

„იუვენტუსი“ – „რომას“ შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის არდამატება არ შეგვეძლო. მართალია, მისმა გუნდმა წააგო, თუმცა ამით მას შრომას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. საუბარი კი, რაჯა ნაინგოლანზეა, რომლის შეძენითაც „რომას“ ხელმძღვანელები ყოველი მატჩის შემდეგ სულ უფრო და უფრო კმაყოფილები არიან.

გამორჩეული კეისუკე ჰონდაც იყო, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების ექვს შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. იაპონელმა „კიევოსთან“ ბოლო ტურის მატჩში მეტოქე გუნდის მეკარე მორიგი, ოსტატურად შესრულებული ჯარიმის წყალობით დაამწუხრა.

პრემიერლიგის მე-7 ტურის ერთ-ერთი გმირი „სუონსის“ ნახევარმცველი გიფლი სიგურდსონი იყო, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი გუნდი კი, „ნიუკასლთან“ ქულას დასჯერდა.

და ბოლოს, შევეხოთ ალესანდრე ლაკაზეტსა და კრიშტიანუ რონალდუს. ორივე გასული კვირის ბოლოს ჰეთთრიკით გამოირჩა, ერთმა სამი გოლი „ლილს“ გაუტანა, ხოლო მეორემ ბილბაოს „ატლეტიკი“ არ გაახარა.