ბასილაშვილმა ფინალში რუსი კუზნეცოვი დაამარცხა და რეიტინგის ასეულში მოხვდა

ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში ტურნირის ფინალურ მატჩში საქართველო პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი კუზნეცოვს შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა.

1/2 ფინალში ბაშილაშვილმა ისეთი ჩოგბურთელი დაამარცხა, როგორიც ივო კარლოვიჩა, ხოლო კუზნეცოვმა რობინ ჰაასეს სძლია.

პირველი სეტი რუსმა ჩოგბურთემა ანგარიშით 7:6 მოიგო. მეორე სეტი ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, თუმცა ამჯერად ქართველმა იმარჯვა. სათქმელია, რომ თეიბრეიქის წინ თამაში გარკვეული პერიოდით ძლიერი წვიმის გამო შეწყდა. გადამწყვეტ სეტში კი ბასილაშვილმა 6:3 მოიგო.

სათქმელია, რომ ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ს მსოფლიო რეიტინგის ასეულში მოხვდა, ამჟამად ნიკოლოზი 92-ე ადგილს იკავებს.

ფედერერმა ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ვერ ითამაშა

მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი გავიდნენ.

სამწუხაროდ, თამაშის დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ფედერერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს.

„გუშინ საღამოს და დღეს დილით ყველაფერი გავაკეთე, რათა მზად ვყოფილიყავი. ვსვამდი წამლებს და ვვარჯიშობდი. თუმცა, ნოვაკთან სათამაშოდ მზად მაინც არ ვარ. ჩემს ასაკში ახლა თამაში ძალიან სარისკო იქნებოდა. იმედია, გამიგებთ.

ვავრინკასთან მატჩში ზურგი ვიტკინე. გული დამწყდა და ვიმედოვნებ, რომ გამოჯანმრთელებას შევძლებ“, – განაცხადა შვეიცარელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფედერერმა თანამემამულე ვავრინკა დაამარცხა და 48 წუთის განმავლობაში ითამაშა.

რაფაელ ნადალი შანხაის მასტერსის ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა

შანხაიში მიმდინარე მასტერსის ტურნირის მეორე წრის მატჩში პლანეტის მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი ფელიციანი ლოპესთან ორ სეტში 6:3, 7:6 დამარცხდა.

ცნობისთვის, რაფამ ტრავმა დღემდე ვერ მოიუშა, შესაბამისად, ჩინეთში მიმდიანრე ტურნირს ესპანელი ჯანმრთელი ვერ შეხვდა.

დღის სხვა შედეგებიდან აღსანიშნავია ჟილი სიმონის გამარჯვება, რომელმაც შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა 5:7, 7:5, 6:4 დაამარცხა. დამარცხდა კეი ნისიკორიც, რომლის მეტოქე ამერიკელი ჯეკ სოკი იყო.

მალეკ ჟაზირი (ტუნისი) – ჩუხან ვანგი (ჩინეთი) – 6:0, 6:4

ჟილი სიმონი (საფრანგეთი) – სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია, 4) – 5:7, 7:5, 6:4

დავიდ ფერერი (ესპანეთ, 5) – მარტინ კლიჟანი (სლოვაკეთი) – 4:6, 7:6 (4), 6:4

ვაშეკ პოსპიშილი (კანადა)- რობერტო ბატისტუტა-აგუტი (ესპანეთი, 7)– 6:7 (1), 6:3, 4:6

ივან დოდიგი (ხორვატია) – მიხაილ იუჟნი (რუსეთი) – 6:7 (7), 7:6 (4), 3:6

ჯეკ სოკი (აშშ) – კეი ნისიკორი (იაპონია, 7) – 7:6 (5), 6:4

გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი, 10) – ჟულიენ ბენეტო (საფრანგეთი) – 5:7, 3:6

ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი, 11) – ეჟი იანოვიჩი (პოლონეთი) – 7:5, 6:2

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1) – დომინიკ ტიმი (ავსტრალია) – 6:3, 6:4

ტომას ბერდიხი (ჩეხეთი, 6) – რიშარ გასკე (საფრანგეთი) – 6:3, 6:1

ფელიციანო ლოპესი (ესპანეთი) – რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2) – 6:3, 7:6 (6)

ჯონ ისნერი (აშშ) – სტივ ჯონსონი (აშშ) – 7:6 (6), 7:6 (7)

მილოშ რაონიჩი (კანადა, 8) – ხუან მონაკო (არგენტინა) – 2:5, მონაკოს ტენიკური გამარჯვება ჩაეთვალა, რადგან რაონიჩმა მატჩის გაგრძელება იუარა.