“ლივერპულს” ხოსე ენრიკე აღარ სჭირდება

“ლივერპულის” ხელმძღვანელობამ გუნდის მცველ ხოსე ენრიკეს ამცნო, რომ ესპანელ ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძიება მოუწევს. Liverpool Echo-ს ცნობით, “ენფილდროუდელთა” სამწვრთნელო შტაბს 30 წლის მოთამაშის მომსახურება აღარ სჭირდება და გუნდიდან მის გაშვებას აპირებს. ხოსე ენრიკესა და მერსისაიდულ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს გასდის. შესაბამისად, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და კარიერის გაგრძელების თაობაზე დამოუკიდებლად შეეძლება გადაწყვეტილების მიღება.

შეგახსენებთ, რომ ხოსე ენრიკე “ლივერპულში” 2011 წელს “ნიუკასლ იუნაიტედიდან” გადავიდა. ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.

რატომ ადარებენ ხოსე ენრიკეს ადოლფ ჰიტლერს

“ლივერპულის” ესპანელ მცველ ხოსე ენრიკეს ახალი სტილი აქვს.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და იქვე დაწერა, რომ მის გელფრენდს ეს სტილი არ მოეწონა:

“ამ დილით ჩემი გელფრენდი ახალი სტილით გავაოცე. დიდად არ მოეწონა”.

ამ სტილს არც სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მიდევრებისა და ინგლისელი ჟურნალისტების მოწონება დაუმსახურებია. ბევრმა ხოსე ენრიკე ადოლფ ჰიტლერსაც შეადარა.