ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაველ ვრბა ისლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გასამართ მატჩზე ქომაგებს უფასო ლუდს შეპირდა.
გულშემატკივრები ლუდს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ჩეხები თურქეთისა (10 ოქტომბერი) და ყაზახეთის (13 ოქტომბერი) ნაკრებების წინააღმდეგ წარმატებით ითამაშებენ.
“ისინი, ვინც ყაზახეთისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში მხარს დაგვიჭერენ, ოთხი ქულის აღების შემთხვევაში, უფასო ლუდს მიიღებენ”, – ციტირებს ვრბას სიტყვებს sportske.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებმა ჰოლანდიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.