მაიკლ ბიზლი ჩინეთის ლიგიდან NBA-ში დაბრუნდა

NBA-ს ოფიციალური ვებსაიტი „ჰიუსტონ როკეტსის“ თავისუფალ აგენტთან მაიკლ ბიზლისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ წერს. 2008 წლის დრაფტის მეორე ნომერი ტეხასურ კლუბში 8 ნომრით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მიმდინარე სეზონი ჩინურ „შანდონგ გოლდენ სტარსში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მაიკლ ბიზლი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ფორვარდმა მაიკლ ბიზლიმ „მემფისის“ სამწვრთნელო ბანაკი დატოვა და ჩინეთში გაემგზავრა, სადაც უახლოეს დროში „შანხაისთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ, თავად მოთამაშის აგენტზე დაყრდნობით, „იაჰუს“ მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი წერს.

2008 წლის დრაფტის მეორე ნომერმა ეროვნულ საკალათბურთ ასოციაციაში ექვსი სეზონი ჩაატარა. სხვადასხა წელს იგი „მაიამი ჰიტის“, „მინესოტა ტიმბერვულვზისა“ და „ფინიქს სანსის“ ფერებს იცავდა. განვლილ სეზონში „ჰიტის“ რიგებში ფორვარდის საშუალო მონაგარმა 7,9 ქულა და 3,1 მოხსნა შეადგინა.