11 ოქტომბერს, ინგლისის მეორე ლიგაში “კარლაისლ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “სტივენიჯი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ეს მატჩი საფეხბურთო სამყაროსთვის გამორჩული გახლდათ და ამის მიზეზი სტუმართა გუნდში 55 წლის მეკარის, დეივ ბიზენტის განაცხადში ყოფნა იყო.
დეივ ბიზენტმა პროფესიონალურ კარიერაში პირველი მატჩი 35 წლის წინ, 1979 წელს ჩაატარა. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ცხადია, მეკარე ძირითად შემადგენლობაში არ იყო და ის სათარაგითა სკამზე იჯდა.
ბიზენტს კარიერის განმავლობაში “ნიუკასლში”, “ჩელსიში”, “ტოტენჰემში”, “ფულჰემსა” და სხვა კლუბებში უთამაშია, კარიერა კი “ფულჰემში” 2004 წელს დაასრულა, თუმცა ამის შემდეგ ფეხბურთში 2013 წელსაც დაბრუნდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბიზენტი კვლავაც მოხვდა კლუბის განაცხადში.