“ნიუკასლ იუნაიტედის” გოლკიპერმა ტიმ კრულმა, ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, ჰოლანდია დატოვა და ნისლიან ალბიონში გაემგზავრა.
26 წლის მეკარე გუშინ, ისლანდიასთან მატჩისთვის გასამართ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა და იდაყვის არეში მიიღო ტრავმა. შეგახსენებთ, მატჩი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ორშაბათს გაიმართება.
ჰოლანდიის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, კრული ბრიტანეთში დაებრუნებინათ. როგორც Sky Sports-ს იუწყება, იგი 18 ოქტომბერს “ლესტერის” წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ იდაყვის დაზიანება ტიმისთვის პირველი არ არის. 2012/13 წლების სეზონში, ჰოლანდიელმა მსგავსი დაზიანების გამო 7 კვირა გამოტოვა.