გერმანიის ნაკრების დამარცხების შემდეგ პოლონელი ქომაგი მოედანზე შეიჭრა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპზე პოლონეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ვარშავაში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ მოედანზე პოლონეთის ეროვნული გუნდის ქომაგი შეიჭრა.

გულშემატკივარმა სტიუარდებს გვერდი აუარა და მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან მისვლა მოისურვა.

შჩესნიმაც უკან არ დაიხია, ქომაგი გულთბილად მიიღო და სტუარდებისგან მის დახსნასაც შეეცადა, თუმცა სტადიონის უსაფრთხოების წევრებმა მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი უმალ გაიყვანეს.

Poland1Poland5Poland2Poland6Poland3 Poland4