ანდრეს ინიესტა ფეხბურთის განვთარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას ჯილდო Golden Foot-ი (“ოქროს ფეხი”) გადაეცა. აღნიშნული პრიზი 28 წელს გადაცილებულ მოთამაშეებს ფეხბურთის განვთარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ. მიმდნარე წელს პრეტენდენტთა შორის ტიერი ანრი, მანუელ ნოიერი, ანდრეა პირლო, ფრანკ რიბერი, კრიშტიანუ რონალდუ, ტიაგო სილვა, იაია ტურე და ქალთა ფეხბურთის წარმომადგენელი მარტაც იყვნენ.

აქვე გთავაზობთ Golden Foot-ის ყველა მფლობელის სიას:

2003 – რობერტო ბაჯო (იტალია)

2004 – პაველ ნედვედი (ჩეხეთი)

2005 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

2006 – რონალდო (ბრაზილია)

2007 – ალესანდრო დელ პიერო (იტალია)

2008 – რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

2009 – რონალდინიო (ბრაზილია)

2010 – ფრანჩესკო ტოტი (იტალია)

2011 – რაიან გიგზი (უელსი)

2012 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

2013 – დიდიე დროგბა (კოტ დივუარი)

2014 – ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)