ესტონელი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებთან თამაშის შემდეგ ჯარში დაბრუნდა

12 ოქტომბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ესტონეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ინგლისის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ესტონელთა მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში 21 წლის მარცხენა მცველი არტურ პიკი დააყენა, რომელსაც იქამდე ნაკრების მაისურით მხოლოდ ერთ შეხვედრაში უთამაშია და მაშინ მოედანზე სულ ხუთი წუთი გაატარა.

არტურ პიკი ინგლისელთა წინააღმდეგ ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ესტონელი ყაზარმაში დაბრუნდა.

როგორც გაირკვა, ესტონეთში სავალდებულოა, თითოეულმა კაცმა ათთვიანი ჯარის სამსახური გაიაროს, ხოლო პროფესიონალ სპორტსმენებს შეღავათი აქვთ და ისინი ჯარში მხოლოდ სამ თვეს ატარებენ.

BzwnNBzCQAAbCwr