ნაინგოლანი მიდის? ბელგიელმა სტროტმანის პოსტზე უცნაური კომენტარი დატოვა

“რომას” ბელგიელმა ფეხბურთელმა, რაჯა ნაინგოლანმა, რომლის გადაბირებასაც არაერთი ევროპული გრანდი ცდილობს, კევინ სტროტმანის პოსტზე საკმაოდ უცნაური კომენტარი დატოვა, რომელიც გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე მიგვანიშნებს.

როგორც უკვე გაცნობეთ, “მგლების” რიგები ამ დღეებში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ანტონიო რუდიგერმა დატოვა, რომელიც კარიერას ლონდონის “ჩელსიში” აგრძელებს.

რუდიგერის წასვლას კევინ სტროტმანი გამოსამშვიდებელი წერილით გამოეხმაურა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ანტონი ბოლო ფეხბურთელი იქნებოდა, რომელთანაც გამომშვიდება მოუწევდა, რასაც ნაინგოლანმა უპასუხა: “არ ვიცი”.

TuttoMercatoWeb: “ევერტონმა” “რომას” ნახევარმცველს დაადგა თვალი

იტალიური TuttoMercatoWeb-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” ნახევარმცველის, კევინ სტროოტმანის გადაბირებით მერსესაიდული “ევერტონი” არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, რონალდ კუმანისთვის 26 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც იანვარში გაიხსნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ადრეც მომხდარა ბრიტანული გრანდების ინტერესთა სფეროში. “მანჩესტერ იუნაიტედმა” რამდენჯერმე მიმართა კიდეც ოფიციალური წინადადებით რომაელებს, თუმცა ამაოდ.

დიდი ალბათობით კევინს გარეთ ბერის მოვალეობების შესრულება დაევალება, რომელსაც 35 წელი კარგა ხანია შეუსრულდა.

სტროოტმანი 13-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა

„რომასა“ და „პალერმოს“ შორის სერია ა-ს 26-ე ტურის მატჩის 78-ე წუთზე მოედანზე რომაელთა ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი გამოჩნდა.

სათქმელია, რომ ბოლო 13 თვის განმავლბოაში ჰოლანდიელი მოედანზე პირველად გამოჩნდა. ბოლოს ოფიციალურ მატჩში მან 2015 წლის 25 იანვარს ითამაშა, რის შემდეგაც მუდმივი ტრავმები აწუხებდა.

ცნობისთვის, მატჩი „რომას“ გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.

“რომა”: ახალი კონტრაქტი სტროოტმანისთვის

“მგლები” ჰოლანდიელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.

“რომა” უახლოეს მომავალში გუნდის ნახევარმცველს, კევინ სტროოტმანს კონტრაქტის გახანგრძლივებას უპირებს.

დედაქალაქელები 25 წლის ფეხბურთელს 2020 წლამდე გაუხანგრძლივებენ, რათა აიცილიონ ჭორები, კევინის გუნდიდან წასვლის შესახებ.

მანამდე, აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები სტროოტმანის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, ჰოლანდიელი ჰავბექი ლაზარეთშია, რომელიც გადის მუხლის მკურნალობის კურსს.

“რომა” მზადაა სტროოტმანს გაუხანგრძლივოს

“რომა” კევინ სტროოტმანს კონტრაქტის გახანგრძლივებას და სამომავლოდ კაპიტნად გახდომას უპირებს.

The London Evening Standard-ის თქმით, დედაქალაქელები ჰოლანდიელს ხუთწლიან ხელშეკრულებას შეთავაზებენ.

გარდა ამისა, კევინი შეიძლება ტოტის შემდეგ გუნდის კაპიტანი გახდეს.

ამჟამად, სტროოტმანი სამკურნალო კურსს გადის, მაგრამ მწვრთნელს და სამედიცინო შტაბს კვლავ სჯერა მისი.

25 წლის შემტევი კვირაში 79,000 იღებს, ხოლო ახალი გარიგების თანახმად 182,000 დაუნიშნავენ. ეს კევინს სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს გახდის.

პრესა აქტიურად წერს სტროოტმანის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან დაკავშირებით.

სტროოტმანს ოპერაცია ელის

“რომას” ნახევარმცველ კევინ სტროოტმანს ხვალ მუხლზე ოპერაცია გაუკეთდება. რომაელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ოპერაცია ამსტერდამში ჩატარდება. მოსალოდნელია, რომ კევინს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში სტროოტმანმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა.

“იუნაიტედი” სტროოტმანის ყიდვას აღარ აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღავნელობამ “რომას” ნახევარმცველის, კევინ სტროოტმანის, ყიდვისგან თავის შეკავება გადაწყვიტა.

მიზეზი მოთამაშის კიდევ ერთი ტრავმაა, რომელიც მან გასულ კვირას “ფიორენტინასთან” შეხვედრაში მიიღო.

სტროოტმანმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რომა სტროოტმანს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“რომა” კევინ სტროოტმანისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. შეგახსენებთ, ფეხბურთელი ტრავმის გამო მოედანე მარტის შემდეგ არ გამოსულა.

თუმცა, მიუხედავად ამისა მისი პერსონის ირგვლივ მრავალი სატრანფერო ჭორი ვრცელდება. ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურობს, რომლის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალის მოთამაშის გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული.

იტალიური პრესის ცნობით “რომას” სტროოტმანის შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი და უახლოეს მომავალში მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლეშიც პირობებიც გაუმჯობესებული იქნება.