ჯეკო: “ფრე-სამართლიანი შედეგია”

ბოსნია-ჰერცოგოვინას ეროვნული ნაკრების შემტევმა ედინ ჯეკომ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ (1:1) მატჩზე ისაუბრა.

“თამაში საინტერესო და გახსნილი გამოდგა. ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. თითქმის თანაბარი მომენტები გვქონდა. ვფიქრობ, ფრე-სამართლიანი შედეგია.”

“მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ასე კარგად ითამაშა. ბელგიელებთან ეს შედეგი წარმატების საშუალებას მოგვცემს.”-განაცხადა “სიტის” ფორვარდმა.