36-ე კვირის საუკეთესო ბილეთი და გამარჯვებულის კომენტარი

გამოვლინდა 36-ე კვირის საუკეთესო ბილეთის შემდგენი, ეს გიორგი ყურაშვილია, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. გამარჯვებულს თანხა უკვე დაერიცხა.

პირველადგილოსან კონკურსანტს კომენტარი ვთხოვეთ:

“ნამდვილად კარგი საიტი გაქვთ, საინტერესო ინფორმაციით და კონკურსებით. უკვე მერამდენედ მოვიგე ამ კონკურსში და ძალიან მიხარია. ყველას ვურჩევ, ითამაშოს, თქვენც გაგიმართლებთ.”

ბილეთი - 36

რომელი ევროპული კლუბი ყიდის ყველაზე ძვირად ბილეთებს?

ლონდონის “არსენალი” მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასით ევროპის მასშტაბით ყველაზე ძვირი კლუბია.

BBC-ის ახალი კვლევის თანახმად, ინფლაციის გამო 2011 წლის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ბილეთების ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა. ინგლისელ ფანებს აბონემენტში თითქმის ოთხჯერ მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე გერმანელებს.

“არსენალის” მატჩებზე აბონემენტის ფასი 1014-დან 2013 ფუნტამდე მერყეობს, როცა “მანჩესტერ სიტის” ყველაზე ძვირადღირებული აბონემენტის შეძენა მხოლოდ 299 ფუნტად არის შესაძლებელი. პრემიერლიგის 17 გუნდის ყველაზე ძვირადღირებული აბონემენტი უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე “არსენალის” ყველაზე იაფფასიანი აბონემენტი. “მეთოფეთა” მატჩზე დასასწრები ყველაზე ძვირადღირებული ბილეთის შესაძენად მსურველმა 97 ფუნტი უნდა გაიღოს, რაც ორჯერ აღემატება პრემიერლიგის შვიდი გუნდის ყველაზე ძვირიანი ბილეთის ფასს. ინგლისში აბონემენტი საშუალოდ 508 ფუნტი ღირს, როცა ბუნდესლიგაში მისი საშუალო ღირებულება 138 ფუნტია. მიუნხენის “ბაიერნის” გულშემატკივარს საკლუბო აბონემენტის შეძენა 109,65 ფუნტად შეუძლია, “ბარსელონას” ქომაგს კი – 103,38 ფუნტად.