“არსენალის” ერთ-ერთი ლიდერი სეზონის სტარტს გამოტოვებს

სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა ლონდონის “არსენალის” ფანებისთვის. ირკვევა, რომ “მეთოფეთა” მცველს, პერ მერტესაკერს მუხლის ტრავმა აღენიშნება, რომელიც მან საფრანგეთში, “ლენსთან” ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ 31 წლის სპორტსმენი გუნდს არ გაჰყვა აშშ-ში, სადაც “არსენალი” ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ პირველი რამდენიმე თვის შემდეგ გერმანელი მოთამაშე მოედანს დაუბრუნდება.

 

დავიდ ლუისმა “ლენსს” ჯარიმიდან გაუტანა (ვიდეო)

7 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ლანსს” შორის გამართულ მატჩში (4:1) ანგარიში 43-ე წუთზე დავიდ ლუისმა გახსნა.



ედინსონ კავანი თავისი გოლიდან 60 წამში მოედნიდან გააძევეს

17 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ლენსას” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში 55-ე წუთზე, ედინსონ კავანიმ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:3).

აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლიდან 60 წამის გასვლის შემდეგ, ურუგვაელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს და ეს ყოველივე გოლის აღნიშვნის გამო მოხდა.