“კარდიფ სიტის” ნახევარმცველი გარი მედელი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 27 წლის ჩილელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ფუნტად ფასდება.
შეგახსენებთ, რომ უელსურმა კლუბმა მედელი გასულ წელს “სევილიასგან” შეიძინა. მაშინ “კარდიფმა” კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხა 11 მილიონი ფუნტი გაიღო.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარი მედელმა “ვალენსიას”, “გალათასარაისა” და “ჰამბურგს” უარი შეუთვალა და სწორედ “ინტერში” გადასვლის სურვილი გამოხატა.