პოიეტი: “იტალია? – რატომაც არა”

“სანდერლენდის” ყოფილ მწვრთნელს, გუსტავო პოიეტს კარიერის გაგრძელების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუსტავო ინგლისური გუნდიდან ცუდი შედეგის გამო დაითხოვეს, ის დიკ ავდოკაატმა შეცვალა.

“გადაწყვეტილი არაფერი მაქვს მომავალთან დაკავშირებით. ოჯახს ინგლისში დარჩენა სურს, თუმცა პრემიერ ლიგა არ მიზიდავს,”-განუცადა პოიეტმა Tele Radio Stereo-ს.

“სწორედ ამიტომ, მე ვუყურებ სხვა ჩემპიონატის მატჩებსაც. იტალია? – რატომაც არა”.

პოიეტს სასჯელი ელის

“სანდერლენდის” მთავარ მწვრთნელ გუსტავო პოიეტს პრემიერ ლიგის 28-ე ტურში “ჰალ სიტისთან” გამართული მატჩის(1:1) დროს მომხდარი ინციდენტის გამო დისციპლინარული სასჯელი ელის.

საქმე იმაშია, რომ ურუგვაელმა სპეციალისტმა მისი გუნდის ნახევარმცველ ჯეკ როდუელისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებამ აღაშფოთა და მსაჯებთან მწვავე კამათი წამოიწყო, რის გამოც მთავარმა არბიტრმა იგი მოედნიდან გააძევა.

ამის შემდეგ, მან აგრესიული რეაგირება მოახდინა “ჰალის” თავკაც სტივ ბრიუსის სიტყვებზეც, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გარკვეულ რეპლიკებს აკეთებდა. პოიეტი ბრიუსსთან მივიდა და იგი, სავარაუდოდ, შეურაცხმყოფელი ფრაზებით “შეამკო”, რასაც მათ შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამას გარდა, ემოციებით დამუხტულმა “შავი კატების” მეთაურმა იქვე მდგარ, წყლის ბოთლებით სავსე სათლს წიხლი ჰკრა და წააქცია.

როგორც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, გუს პოიეტს მწვრთნელისთვის შეუფერებელ საქციელში ედება ბრალი. მას 9 მარტამდე აქვს დრო იმისთვის, რომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ახსნა-განმარტება გააკეთოს.

ფაბიო ბორინიმ მატჩის შესვენებისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „კარდიფ სიტისა“ და „სანდერლენდს“ შორის გამართული მატჩის (2:2) შესვენების დროს, სტუმრების თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ბიბისი“ ავრცელებს.

იტალიელი ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე სტივენ ფლეტჩერი შევიდა, რომელმაც 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

ბორინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა.

„ბორინი მატჩამდე ავად იყო, თუმცა თამაში სურდა. როგორც დავინახეთ, მისთვის ერთი ტაიმიც კი ბევრი აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ბორინი თავს უკეთ გრძნობდა. ექიმმა მითხრა, რომ ჩვენთან ერთად ვერ იმგზავრებს, ამიტომ ღამეს აქ გაათევს, თუმცა საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. ძალიან ვღელავდით. რაღაც ვირუსი თუ ავადმყოფობაა. მოკლედ, პრობლემა მოიხსნა“, – განაცხადა პოიეტმა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბორინიმ 16 მატჩში მიიღო მანწილეობა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ლივერპულს“ ეკუთვნის და „სანდელენდში“ იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი