ესპანელმა ლეგენდარულმა ფორვარდმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა დევიდ ვილიამ ავსტრალიაში “მელბურნ სიტის” მაისურით, “ნიუკასლ ჯეტსის” კარში ლამაზი გოლი გაიტანა. ავსტრალიაში ეს მისი მეორე გოლია. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი მოთამაშე, “ნიუ იორკ სიტის” საკუთრებაა და “მელბურნში” იჯარის წესით თამაშობს.