ცვლილებები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში “დინამო” თბილისის წევრმა ირაკლი ძარიამ ტრავმა მიიღო და პოლონეთთან მატჩისთვის შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა. მას ბერძნული “ოფის” წევრი გიორგი მერებაშვილი შეცვლის. გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება საჩხერის “ჩიხურას” მეკარე მაქსიმე ქვილითაია. “ოთელოსის” წევრი როინ კვასხვაძე მამის გარდაცვალების გამო სავარჯიშო პროცესის გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უთანაგრძნობს სპორტსმენს და მის ოჯახს.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი
(„ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

GFF.GE

გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის თასზე საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

30 ოქტომბერს, საბერძნეთის თასზე ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა “ოფიმ” საკუთარ მოედანზე “ქსანტი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გავიდა, ხოლო საგოლე გადაცემის ავტორი ქართველი გიორგი მერებაშვილი გახდა.

მერებაშვილის გარდა, “ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყო მეკარე გიორგი ლორიაც, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

გიორგი მერებაშვილმა “პანათინაიკოსს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

19 ოქტომბერს, საბერძნეთის ჩემპიონატში “პანათინაიკოსმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორიასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი იყო. აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა ამ მატჩში ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა.