ინდოელი ფეხბურთელი გოლის აღნიშვნისას მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

23 წლის ინდოელი ფეხბურთელი პიტერ ბიაკსანგზუალა გატანილი გოლის აღნიშვნისას მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

გასულ კვირას ინდოეთის შტატ მიზორამის უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გატანილი გოლი ბიაკსანგზუალამ მალაყით აღნიშნა, თუმცა ფეხბურთელს ყირამალა არ გამოუვიდა და მიწაზე თავით დაეცა, რის შედეგადაც მძიმე ტრავმა მიიღო.

გუშინ ინდოელი ფეხბურთელის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბიაკსანგზუალა საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეპიზოდი იხილეთ 2:22 წთ-დან.