ფილიპინების ჩემპიონატის სასტარტო მატჩს 52 ათას მაყურებელზე მეტი დაესწრო

„Philippine Arena“-ზე ფილიპინების საკალათბურთო ჩემპიონატის რიგით მე-40 გათამაშების სასტარტო ტურის მატჩს 52 612 მაყურებელი დაესწრო, რის შესახებაც „PBA Inquirer“-ი წერს.

ფილიპინებისთვის, მაყურებელთა რაოდენობის მხვრივ, ეს ახალი რეკორდია. წინა რეკორდი 2014 წლის ფილიპინების თასის გათამაშების ნახევარფინალური სერიის მეშვიდე მატჩში დაფიქსირდა, რომელსაც 24 883 მაყურებელი დაესწრო.