უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის “შახტარმა” ლვოვში ბორისოვის “ბატე” ანგარიშით 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში უკრაინული გუნდის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ამრიგად, ლუის ადრიანოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცხრა გოლი მოუგროვდა, უწინდელი რეკორდის გამეორებაა. იგი მეორე მოთამაშეა, რომელმაც ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე ცხრა გოლის გატანა შეძლო. 2013/14 წლების სეზონში ანალოგური შედეგი მადრდის “რეალის” ლიდერმა კრიშტანუ რონალდუმ აჩვენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლუის ადრიანოს წლევანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბელორუსში “ბატეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სუპერპოკერი შეასრულა, ერთი გოლი კი “პორტუს” გაუტანა.