“მილანის” გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ გუნდის 28 წლის თავდამსხმელი ლუის ადრიანო არ იყიდება.
“ლუის ადრიანო მრავალ შემოთავაზებას იღებს, მათ შორის ბრაზილიელს “გალათასარაიც” ეპატიჟება, თუმცა იგი არ იყიდება”, – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.
ლუის ადრიანომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 მატჩში სამი გოლი გაიტანა.