“იუვესა” და “მილანის” ფეხბურთელები თასის ფინალის წინ რომის პაპს შეხვდნენ

რომის პაპმა, ფრანცისკ I-მა ვატიკანში იტალიური “მილანისა” და “იუვენტუსის” ფეხბურთელები მიიღო, რომლებიც იტალიის თასის ფინალის სათამაშოდ ემზადებიან.

ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვედრას დაესწრო სერია ა-ს პრეზიდენტი, მაურისიო ბერეტაც.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი სტარტს ხვალ, 21 მაისს, თბილისის დროით 22:45-ზე აიღებს. მატაჩი რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება.

GettyImages-516713184

GettyImages-516713184

მესიმ რომის პაპს იუბილე მიულოცა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რომის პაპს იუბილე მიულოცა. პაპ ფრანცისკეს 17 დეკემბერს 78 წელი შეუსრულდა. როგორც მოგეხსენებათ, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ეროვნებით არგენტინელია და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარიც გახლავთ. კერძოდ, ის არგენტინულ “სან ლორენსოს” ქომაგობს.

“დაბადების დღეს გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თითოეული არგენტინელისთვის და მსოფლიოში მაცხოვრებელი სხვა ადამიანებისთვის მისაბაძ მაგალითად გვესახებით”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეო მესიმ.

 

მიუნხენელთა საჩუქარი რომის პაპს

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები “რომას” წინააღმდეგ მატჩის შემდეგ, რომის პაპს შეხვდნენ და ფრანსისკო I-ს (ხოსე მარიო ბერგოლიოს)  “ბაიერნის” პირველ ნომრიანი მაისური გადასცეს

rue96f8cf8013

ეს ფრანცისკო I-სთვის ნაჩუქარი პირველი საფეხბურთო მაისური არ არის. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დიეგო არმანდო მარადონამ პაპს არგენტინის ნაკრების ათნომრიანი მაისური გადასცა.

загруженное