ბუშარი ივანოვიჩთანაც დამარცხდა

დასრულდა ქალთა შემაჯამებელი ტურნირის წითელი ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრა. სერბი ანა ივანოვიჩი კანადელ ეუჟენი ბუშარს შეხვდა და ორ სეტში, 1:6, 3:6 დაამარცხა.

აქედან გამომდინარე, ჯგუფს ორი მოგებით სიმონა ხელაპი ლიდერობს, რომელმაც, შეგახსენებთ, დღეს სერენა უილიამსი ადვილად დაამარცხა (0:6, 2:6). თითო მოგება სერენასა და ივანოვიჩს აქვთ, ხოლო ბუშარი არც ერთი მოგებით ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება.

სერენა უილიამსი სიმონა ხალეპთან უშანსოდ დამარცხდა

ჩოგბურთში ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი გრძელდება. დღეს წითელი ჯგუფის ერთი მატჩი შედგა, რომელის საინტერესო შედეგით დასრულდა. ამერიკელი სერენა უილიამსი რუმინელ სიმონა ხალეპს შეხვდა და ორ სეტში 0:6, 2:6 დამარცხდა.

დღის მეორე მატჩი ამ ჯგუფში სულ მალე დაიწყება. თბილისის დროით, 15 საათსა და 30 წუთზე ერთმანეთს სერბი ანა ივანოვიჩი და კანადალი ეუჟენი ბუშარი დაუპირისპირდებიან.

ხვალ კი, ხალეპი მეორე მატჩის მონაწილეს ანა ივანოვიჩს შეხვდება.

რაც შეეხება თეთრს ჯგუფს, მისი მატჩები ხვალ, თბილისის დროით, დილის 08:00 საათზე დაიწყება.