ჩალჰანოღლუ “მილანში”?

Funke Sport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ბაიერ ლევერკუზენის” თურქი ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ შესაძლოა, “მილანში” აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიური გრანდის ხელმძღვანელები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით, რომელიც კარგა ხანია, რაც გერმანულ ბუნდესლიგაში გამოდის.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “როსონერი” მზადაა ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერში 20-30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გეტყვით იმასაც, რომ თურქ ფეხბურთელს თებერვლის შემდეგ არ უთამაშია – ის ფიფას მიერ არის დასჯილი სატრანსფერო წესების დარღვევისთვის.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ “ჰანოვერს” ჯარიმიდან გაუტანა (ვიდეო)

22 აგვისტოს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰანოვერმა” საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის “ბაიერნი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. “ჰანოვერის” კარში საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ ბულგარეთის ნაკრებს ჯარიმიდან გაუტანა (ვიდეო)

8 ივნისს, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, 49-ე წუთზე, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ბულგარელთა კარში გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

ჩალჰანოღლუმ “ჰოფენჰაიმს” ჯარიმა 37 მეტრიდან გაუტანა [ვიდეო]

დღეს გაიმართა ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩები, სადაც “ლევერკუზენმა” “ჰოფენჰაიმი” 2-0 დაამარცხა.

მატჩის 45-ე წუთზე, მასპინძელთა თურქმა შემტევმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ მეტოქეს 37 მეტრიდან ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.

ჩალჰანოღლუმ “ბაიერნს” ბრწყინვალე ჯარიმა გაუტანა [ვიდეო]

რამდენიმე წუთის წინ, თურქმა ფეხბურთელმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ “ბაიერნს” ბრწყინვალე ჯარიმა გაუტანა.

“ბარსელონა” ჩალჰანოღლუთი დაინტერესდა

როგორც კატალონიური გამოცემა “sport”-ი იტყობინება, “ბარსელონა” კიდევ ერთი ნახევარმცველის შეძენითაა დაინტერესებული.

საუბარია “ლევერკუზენში” მოთამაშე ჰაკან ჩალჰანოღლუზე. წყაროს ინფორმაციით, “ბარსას” საერთაშორისო ტრანსფერებზე პასუხისმგებელი რიედო ბრაიდა თურქი ფეხბურთელის გადაბირების საქმეზე მუშაობას უკვე შეუდგა.

აღსანიშნავია, რომ ჩალჰანოღლუს “ლიონის” ყოფილ შუახაზელ ჟუნინიო პერნამბუკანოს ხშირად ამსგავსებენ, რადგან ბრაზილიელის მსგავსად, ისიც საჯარიმო დარტყმების შესრულების “ოსტატია”.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ გერმანიის თასზე ჯარიმიდან გაიტანა (ვიდეო)

3 მარტს, გერმანიის თასზე ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე “კაიზერსლაუტერნი” მიიღო და მეტოქის დამარცხება მხოლოდ დამატებით ტაიმებში მოახერხა.

პირველი გოლი 102-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მეორეჯერ სტუმართა კარის დალაშქვრა კისლინგმა მოახერხა და საბოლოოდ, ლევერკუზენმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ჩალჰანოღლუ: “დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში”

“ატლეტიკოს” კარში გამარჯვების გოლის ავტორმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში, “ლევერკუზენმა” “ატლეტიკო” მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ წარმატებული ასპარეზობა შეგვიძლია. თუ ყველა მატჩში ასე გავაგრძელებთ, წინსვლის ბრწყინვალე შანსი გვაქვს”.

“მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე? – ჩვენი მიზანი რაც შეიძლება წინ წასვლაა,”-დაასრულა თურქმა ფეხბურთელმა.

ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელმა “შალკეს” შესანიშნავი საჯარიმო გაუტანა

25 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ჰაკან ჩალჰანოღლუ გახდა, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.