ოლადიპომ „ორლანდოს“ მატჩის დასრულებამდე 1,5 წამით ადრე მოაგებინა

„ჩიკაგო ბულზთან“ მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 1,5 წამით ადრე „ორლანდო მეიჯიკის“ უკანახაზელი ვიქტორ ოლადიპო სამწამიან ზონაში შევარდა და ჟოაკიმ ნაოს მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ოლადიპო ერთ თვეს იუქმებს

„ორლანდოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოლადიპო რეგულარული ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს. როგორც ცნობილია, მოთამაშემ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე სახის ძვალი დაიზიანა.

აშშ-ს პრესის მიხედვით, 22 წლის უკანახაზელს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, ვიქტორი ერთ თვეს გამოტოვებს.

გასულ სეზონში ოლადიპომ 80 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი, 13,8 ქულა, 4,1 მოხსნა და 4,1 გადაცემა შეადგინა.