სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი იოჰანესბურგში მოკლეს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი, მეკარე სენზო მეივა იოჰანესბურგში მოკლული იპოვეს.

როგორც ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური წერს, მეივა მეგობარი გოგონას სახლში იმყოფებოდა, როცა მას ორი უცნობი პირი ესტუმრა და შელაპარაკების შედეგად, იარაღი გამოიყენა. ამავდროულად, ინციდენტის დროს გარეთ კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ სამივე პირი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

მეკარე, რომელსაც სექტემბერში 27 წელი შეუსრულდა, „ორლანდო პაირეტსის“ ღირსებას იცავდა.

აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ და „ორლანდო პაირეტსმა“ უკვე დაადასტურეს და დაზარალებულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.