“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი კლუბის რამდეიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. გადააწყვეტილია, რომ ესპანეთის თასის მატჩში, რომელსაც “რეალი” “კორნელიას” წინააღმდეგ ჩაატარებს, მადრიდეთა ლიდერები არ ითამაშბენ.
ესპანური პრესის ცნობით დასვენების საშუალება რონალდუს, კასილიასს, რამოსს, პეპეს, ტონი კროოსს და ლუკა მოდრიჩს მიეცემათ. მოსალოდნელია, რომ “სამეფო კლუბის” კარს კეილორ ნავასი დაიცავს.
გარდა ამისა, ტრავმის გამო აღნიშნულ შეხვედრას გარეთ ბეილი, ფაბიუ კოენტრაუ და ხესე როდრიგესი გამოტოვებენ.