ხვალ, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 2014/15 წლების სეზონის თასის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თასის მოქმედი მფლობელი, მისი 11-გზის გამარჯვებული, თბილისის „დინამო“ და „სამტრედია“ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ „დინამოელებმა“ ქვეყნის თასის ბოლო ორი გათამაშება მოიგეს, სამტრედიელები კი ისტორიაში თასის ფინალში პირველად გავიდნენ.
დღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დაზბარში მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
ზაზა ზამთარაძე („სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში, გია გეგუჩაძეს შინ, თბილისის „დინამოში“ დაბრუნებას ვულოცავ.
„სამტრედია“ ისტორიაში თასის ფინალში პირველად მოხვდა. ასე რომ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ.
19-წლამდელთა ნაკრების ელიტ რაუნდში გამოსვლის გამო ხვალ ორი მოთამაშე დაგვაკლდება“.
გია გეგუჩაძე („დინამოს“ თავკაცი“): „ნებისმიერი გუნდისთვის თასის ფინალში გასვლა დიდი ნაბიჯია. კარგია, რომ შეხვედრა ასეთ ინტერესს იწვევს, ამაზე მოსული ჟურნალისტების რაოდენობაც მეტყველებს. იმედია, ხვალინდელ თამაშს ბევრი მაყურებელიც დაესწრება.
ტიტულის შესანარჩნებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
მოგეხსენებათ, ჭანტურია დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებუალია, ისევე, როგორც ტაბატაძე. რაც შეეხება რენეს, არამგონია, მისი ტრავმა სერიოზული იყოს.
სასიამოვნოა, რომ ხვალ გერმანელები იმსაჯებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ მსაჯებს არ ვენდობით და პატივს არ ვცემთ – უცხოელი არბიტრების მოწვევა ბევრ ქვეყანაშია მიღებული“.