“ლიონიდან” ლონდონის “არსენალში” გადასვლის შემდეგ ალექსანდრ ლაკაზეტმა პირველი კომენტარი გააკეთა.
“არსენალში” მოხვედრით, რა თქმა უნდა, ძალზედ გახარებული ვარ, ვინაიდან ეს ლეგენდარული კლუბია. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ გუნდში თამაშზე, რაც ტიერი ანრისა და სხვა ფრანგი ფეხბურთელების დამსახურებაა. დღეს ეს ოცნება ამიხდა.
“არსენალის” ისტორია მხიბლავს და ის ფაქტიც მომწონს, რომ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე მწვრთნელი თავკაცობს. ეს სტაბილურობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, აქ არაერთი ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს, რაც სწრაფ ადაპტირებაში დამეხმარება.
ჩემი აზრით, “არსენალი” ინგლისში საუკეთესო ფეხბურთს უჩვენებს. ძალიან მინდოდა აქ გადმოსვლა. ასი პროცენტით დავიხარჯები და დავამტკიცებ, რომ ამ ფორმის ტარების ღირსი ვარ. ტიტულების მოსაპოვებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ”, – ციტირებს ლაკაზეტის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა “მეთოფეებთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “დეილი მეილის” ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 53 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა, რაც “არსენალისთვის” სარეკორდო მაჩვენებელია.