ვოლფსბურგი როდრიგესს გაუორმაგებს

“ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობას მარცხენა მცველ რიკარდო როდრიგესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.
გერმანული კლუბის თავკაცები 22 წლის მოთამაშეს ახალ ხელშეკრულებას გაორმაგებული ანაზღაურებით შესთავაზებენ. ასევე, კონტრაქტში  მის მინიმალურ გასაყიდ ფასს, 35 მილიონ ევროს დააფიქსირებენ.
მიმდინარე სეზონში როდრიგესმა “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და სამ გოლთან ერთად ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია, რომ როდრიგესით “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება.