ინდონეზიური კლუბები “სლემანი” და “სემარანგი” ერთ მატჩში გატანილი ხუთი ავტოგოლის გამო ქვეყნის მეორე დივიზიონიდან მოკვეთეს.
შეხვედრა კვირას გაიმართა და “სლემანის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ჯერ მასპინძლებმა გაიტანეს ორი ავტოგოლი, რასაც სტუმრებმა სამი ავტოგოლით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ავტოგოლი მატჩის უკანასკნელ სამ წუთში გავიდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ჩემპიონატის ნახევარფნალში “პუსამანია ბორნეოსთან” დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად ორივე გუნდი წაგებას ცდილობდა. ინდონეზიაში თვლიან, რომ “პუსამანია ბორნეოს” კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები უჭერენ მხარს და როგორც ჩანს, “სლემანისა” და “სემარანგის” ფეხბურთელები შიშის გრძნობამ შეიპყრო.