ინდონეზიაში თორმეტი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ინდონეზიური კლუბების — “სლემანისა” და “სემარანგის” თორმეტი მოთამაშე ერთ მატჩში გატანილი ხუთი ავტოგოლის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“სლემანსა” და “სემარანგს” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 3:2 დასრულდა. ჯერ მასპინძლებმა გაიტანეს ორი ავტოგოლი, რასაც სტუმრებმა სამი ავტოგოლით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ავტოგოლი მატჩის უკანასკნელ სამ წუთში გავიდა.

ინდონეზიური ფეხბურთის ხელმძღვანელებს ეჭვი აქვთ, რომ გუნდები წაგებას “პუსამანია ბორნეოსთან” დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად ცდილობდნენ. ამ უკანასკნელ გუნდს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები უჭერენ მხარს.

 

ერთ მატჩში გატანილი 5 ავტოგოლი — რატომ სურდათ ინდონეზიურ გუნდებს წაგება

ინდონეზიური კლუბები “სლემანი” და “სემარანგი” ერთ მატჩში გატანილი ხუთი ავტოგოლის გამო ქვეყნის მეორე დივიზიონიდან მოკვეთეს.

შეხვედრა კვირას გაიმართა და “სლემანის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ჯერ მასპინძლებმა გაიტანეს ორი ავტოგოლი, რასაც სტუმრებმა სამი ავტოგოლით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ავტოგოლი მატჩის უკანასკნელ სამ წუთში გავიდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ჩემპიონატის ნახევარფნალში “პუსამანია ბორნეოსთან” დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად ორივე გუნდი წაგებას ცდილობდა. ინდონეზიაში თვლიან, რომ “პუსამანია ბორნეოს” კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები უჭერენ მხარს და როგორც ჩანს, “სლემანისა” და “სემარანგის” ფეხბურთელები შიშის გრძნობამ შეიპყრო.