გლაზგოს „სელტიკისა“ და ბუგლარეთის ნაკრების მცველი ალექსანდრე ტონევი რასიზმისთვის შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
მიმდინარე წლის სექტემბერში 24 წლის ფეხბურთელმა „აბერდინთან“ შეხვედრაში მეტოქე გუნდის მცველს შალემ ლოგანას შეურაცხყოფა მიაყენა.
თავის მხვრივ, კლუბი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ტონევი ზაფხულში „სელტიკში“ „ასტონ ვილადან“ იჯარით იანვრამდე გადაბარგდა. იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება, იგი „სელტიკის“ მაისურით თამაშს ვეღარ შეძლებს.