რეინა და პიზარო მიულერისა და ლამის წინააღმდეგ

მიუხნენის “ბაიენრნის” ფეხბურთელებმა სახალისო შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.

პიზარო: “ბაიერნში” დარჩენა მინდა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება არ სურს.

პიზარომ აღნიშნული განცხადება რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ გააკეთა. თუმცა მიუხედავად სურვილის, პიზარო სხვა კლუბში გადასვლას არ გამორიცხავს.

“ბაიერნში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამიტომ სიამოვნებით დავრჩებოდი ამ კლუბში. სხვა კლუბზე ფიქრი მიჭირს, ვინაიდან “ბაიერნი” მსფოლიოს 5 საუკეთესო კლუბში შედის. ლევანდოვსკის ტრანსფერი არაფერს არ ცვლის. ის ალიან მაღალი კლასის მოთამაშეა და ჩვენს გუნდს ნამდვილად გააძლიერებს” – განაცხადა პიზარომ.

ბეშიქთაში პიზაროთი ინტერესდება

როგორც თურქული წყარო Fanatik იუწება, ბეშიქთაშის წარმომადგენლები გერმანიაში ჩავიდნენ, რათა ბაიერნთან კლაუდიო პიზაროს ტრანსფერი შეათანხმონ.

წყარო იუწყება,რომ პიზაროს ტრანფერი არც ისე ძვირი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.

პიზარო ბაიერნში გადასვლამდე ლონდონის ჩელსისა და ბრემენის ვერდერში ასპარეზობდა.

35 წლის თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში ბაერნის მაისურით სულ 6 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლის გატანა შესძლო.

პიზაროს შეძენა “ბეშიქთაშს” უნდა

თურქული პრესის ცნობით, “ბაიერნის” ფორვარდის, კლაუდიო პიზაროს შეძენა თურქულ “ბეშიქთაშს” სურს. სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერებას ზამთარში აპირებს. 35 წლის პერუელი მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ სამჯერ გავიდა და სავარაუდოდ კლუბის გამოცვლა უნდა სურდეს.

ამასთან ერთად “ბეშიქთაში” პიზაროს დამატებას სატრანსფერო ფასის მნიშვნელოვანი დაკლებით აპირებს, ვინაიდან ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება.