სასამართლომ „შარლოტის“ ფორვარდს პირობითად 18 თვე მიუსაჯა

„შარლოტ ჰორნეტსის“ ფორვარდს ჯეფრი ტეილორს სასამართლომ პირობითად 18 თვე მიუსაჯა, რის შესახებაც „Lansing State Journal“-ი იტყობინება.

ოთხშაბათს კალათბურთელმა სახლში ქონების გადანდგურება აღიარა. გარდა ამისა, ჯარიმის სახით, ტეილორი 1840 დოლარსაც გადაიხდის.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი 25 წლის მოთამაშის კარიერაზე.

აღსანიშნავია, რომ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება ეროვნულმა საკალათბურთ ასოციაციამაც დაიწყო.