კაზანჯიანმა „აკადემიას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობა დაიწყო

სუპერლიგის ბოლოადგილოსან „აკადემიას“ სამწვრთნელო შტაბში მატებაა. გელა წულაძის ერთ-ერთ ასისტენტად მუშაობა გია კაზანჯიანმა დაიწყო. შეგახსენებთ, დეკემბრის ბოლოს კაზანჯიანი „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

სათქმელია, რომ დღეს „აკადემიელები“ სწორედ კაზანჯიანის ყოფილ გუნდს შეხვდნენ და ანგარიშით 74:76 დამარცხდნენ.

კაზანჯიანი: „ასეთი თამაშით შემდეგში გაგვიჭირდება“

„მგზავრები-არმიასთან“ მოგებული მატჩი „ოლიმპის“ მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯაინმაც შეაფასა.

„მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო – „მგზავრები-არმიასთან“ სატურნირო ცხრილში მეზობლები ვართ. მითუმეტეს, პირველ წრეში ამ გუნდთან დავამრცხდით. დაცვაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, გარკვეული დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, მომავალში ასეთი თამაშით უფრო გაგვიჭირდება.

შემდეგი მატჩი 21 მარტს გველის. გუნდი 3 კვირის განმავლობაში მატჩებს არ ჩაატარებს. ჩემს სამწვრთნელო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა. მხოლოდ ვარჯიშებით შედეგს ვერ მივაღწევთ. იმედია, ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ ან რაიმე ტურნირი გაიმართება“, – განაცხადა „ოლიმპის“ დამრიგებელმა.

კოტე ტუღუში: “გადავრჩით და მოვიგეთ”

სუპერლიგის მეხუთე ტურის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეტეს.

კოტე ტუღუში (შაა-აკადემია): “ჩვენთვის ყველანაირი გამარჯვება მისაღებია, თუმცა ჩემი გუნდის ასეთი სუსტი თამაში მოულოდნელობა იყო. მეტოქემ ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ჩემი გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ იყო დღევანდელი მატჩისთვის. გადავრჩით და მოვიგეთ.”

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. 32 წუთის განმალვლობაში კარგი კალათბურთი ვითამაშეთ, თუმცა საბოლოოდ გამოცდილებამ თავისი გაიტანა. სამწუხაროდ, კვლავ წავაგეთ, თუმცა საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.”

 

ვაჟა კვარაცხელია: “დღევანდელ შეხვედრაში საშინელი მსაჯობა იყო”

სუპერლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩის, “სოხუმი” – “ოლიმპის” დასრულების შემდეგ შეხვედრა გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შეაფასეს.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): „ვულოცავ „ოლიმპს“ გამარჯვებას. თავიდანვე ვთქვი, რომ შანსები თანაბარი იქნებოდა. მეტოქე საკმაოდ კარგად მომზადებული ახალგაზრდული გუნდია. მინდა ავღნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაში საშინელი მსაჯობა იყო. თუმცა, წაგება ჩვენი ბრალია. ჯერჯეობით ძიებაში ვართ. ფინანსური მდოგმარეობიდან გამომდინარე ვარჯიში გვიან დავიწყეთ, რაც შედეგზეც აისახა.“

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): „ვულოცავ ჩემს გუნდს პირველ გამარჯვებას. სეზონის სტარტიდან კარგად ვასპარეზობდით, თუმცა ვმარცხებოდნენ, ახლა კი მოვიგეთ, რაც მომდევნო შეხვედრებში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.“

კახა ტომარაძე (ოლიმპი): „ახლაგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენი მთავარი პლიუსი, სწრაფი თამაში, კარგად გამოვიყენეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.“