“იუვენტუსი” დიბალას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელ პაულო დიბალას ახალი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზა.

წყაროს ცნობით, “ბებერი სინიორა” არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას, წელიწადში კი ჯამაგირის სახით ცხრა მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც ბონუსებიც დაემატება. აღსანიშნავია, რომ დიბალა ბონუსების გარდა ხელფასად ათ მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობისათვის, მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

26 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პაულო დიბალას თამაშის ამსახველი აქამდე უცნობი კადრები (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში პაულო დიბალას პატარაობის ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოკოლაჟში ასახულია 13 წლის არგენტინელის მიერ გატანილი გოლები.

დიბალა: “ნოუ კამპზე” თამაში რთულია, ეს ცოტა ხნის წინ ყველამ დავინახეთ”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის გამართული პირველი მატჩი “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პაულო დიბალამ, რომელმაც მატჩში დუბლი შეასრულა.

“ჩემი აზრით, “იუვენტუსმა” მშვენიერი თამაში აჩვენა. შეხვედრაში შექმნილი შანსები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. საპასუხო შეხვედრას დადებითი შედეგით ვხვდებით. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ასეთ მომენტებზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა.

“იუვენტუსის” ფეხბურთელები თავიანთ ძალებში დარწმუნებულნი არიან და ეს წინსვლისთვის და ჩვენი მიზნების მიღწევისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მოდუნებას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ განმეორებით მატჩში დადებითი შედეგი გვჭირდება, კარი მშრალად უნდა შევინახოთ. “ბარსელონასთან” სტუმრად თამაში რთულია. ეს ჩვენ ყველამ დავინახეთ. მიუხედავად ამისა, “იუვენტუსი” დიდებული გუნდია და ერთად მიზნის მიღწევა შეგვიძლია”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ წყვილის განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება.

“იუვენტუსმა” “პორტუ” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “პორტუ” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 42-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით პაულო დიბალამ გაიტანა. მე-40 წუთიდან პორტუგალიელები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, ვინაიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მოედნიდან მაქსიმილიანო პერეირა გააძევეს, რისთვისაც დაინიშნა კიდეც პენალტი.

ორი მატჩის ჯამში “იუვენტუსმა” 3:0 გაიმარჯვა და ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“იუვენტუსი” — “პორტუ” 1:0 (1:0)
გოლი: დიბალა 42′ (პენ).
გაძევება: მაქსიმილიანო პერეირა 40′.

“იუვენტუსმა” “მილანი” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმათა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

30-ე წუთზე “ბებერი სინიორა” მეჰდი ბენატიამ დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს კარლოს ბაკამ წონასწორობა აღადგინა.

მატჩის კომპენსირებულ დროში “როსონერი” მოედანზე ათი მოთამაშით დარჩა, ვინაიდან ხოსე ერნესტო სოსამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, ამით შეხვედრა არ დასრულებულა: მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე მატია დე შილიოს მხრიდან საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაშის გამო “მილანის” კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი პაულო დიბალამ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1.

გათამაშების სატურნირო ცხრილს “იუვენტუსი” 70 ქულით ლიდერობს და უახლოეს მადევარ “რომას” 11 ქულით უსწრებს. “მილანს” 50 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია.

იტალიის სერია A
28-ე ტური
“იუვენტუსი” — “მილანი” 2:1 (1:1)
გოლები: ბენატია 30′, დიბალა 90+7′ (პენ) — ბაკა 43′.
გაძევება: დე შილიო 90+3′.

დიბალამ სოციალურ ქსელში “რეალის” ფოტო მოიწონა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში მადრიდელთა სიხარულის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. სურათი ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მოიწონა.

ამის შემდეგ მადრიდულმა პრესამ ისევ განაახლა საუბრები იმის შესახებ, რომ 2017 წლის ზაფხულში დიბალა “რეალს” შეუერთდება. იტალიაში კი ამბობენ, რომ “ნაპოლი” “იუვენტუსის” პრინციპული მეტოქეა და დიბალას მიერ “რეალის” ფოტოს მოწონება სწორედ ამით იყო განპირობებული.

366123_706179

დიბალა “იუვენტუსში” რჩება

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა, სავარაუდოდ, იტალიაში დარჩება.

“ბებერი სინიორას” დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დარწმუნებით განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

“ახლა დიბალას წარმომადგენლები არგენტინაში იმყოფებიან. ისინი იტალიაში თვის ბოლოს დაბრუნდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გავახანგრძლივებთ პაულოსთან კონტრაქტს. შეშფოთების საბაბი არ გვაქვს”, – ციტირებს მაროტას სიტყვებს Football Italia.

პრესაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, პაულო დიბალას გადაბირება მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” სურთ.

“რეალი” დიბალას სანაცვლოდ თანხას არ დაიშურებს

მადრიდის “რეალს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და ამისთვის გუნდში ახალი ფეხბურთელის მოყვანას აპირებს.

თუ “სამეფო კლუბი” ტრანსფერებზე აკრძალვისგან თავს ვადაზე ადრე გაითავისუფლებს, “ბლანკოსი” მომავალი წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდება.

“რეალი” მზად არის, 22 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ თუ “სამეფო კლუბი” სატრანსფერო აკრძალვისგან თავს 2017 წლის ზაფხულამდე ვერ დაიხსნის, აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობას მაინც გააგრძელებს და პაულო დიბალას შეძენას 2018 წელს ეცდება.

ბაუსა: “მესის დიბალა შეცვლის”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დამდეგი მატჩებისთვის ტრავმირებულ ლიონელ მესის პაულო დიბალა შეცვლის.

“რა თქმა უნდა, სამწხუაროა, რომ მესი დაშავდა. მან საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

უახლოეს მატჩებში გონსალო იგუაინი “ცხრიანის” პოზციაზე ითამაშებს. მის უკან სერხიო აგუერო იმოქმედებს. მესის ადგილს დიბალა დაიკავებს და ვფიქრობ, რომ იგი ლეოს ღირსეულად ჩაანაცვლებს”, – ციტირებს ბაუსას სიტყვებს TyC Sports.

7 ოქტომბერს არგენტინის ნაკრები პერუში ითამაშებს, 12 ოქტომბერს კი პარაგვაის ეროვნულ გუნდს მიიღებს.

პაულო დიბალა: “ბაიერნის” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან ერთი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აქვს.

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. “იუვენტუსმა” გულით ითამაშა და გუნდი ფრეს გამორჩა. “ბაიერნს” პირველ ტაიმში საკმარისად ბევრი საშუალება მივეცით. მატჩის მეორე ნახევარში საერთო სურათი გამოვასწორეთ. განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში გაიმართება, სადაც სტუმარი გუნდი იშვიათად იგებს, თუმცა ისეთი თამაშით, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, გერმანული ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს “მედიასეტი”.

ცნობისათვის, “ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს შედგება.

 

“ბარსელონას” დიბალა სურს

“ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ პაულო დიბალათი დაინტერესდა.

Goal.com-ის ცნობით, 22 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიური გუნდის მთავარი სატრანსფერო მიზანია. “ბლაუგრანა” დიბალას ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება.

პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“მილანი” შინ “პალერმოსთან” დამარცხდა

იტალიის სერია A-ს X ტურში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “პალერმო” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

23-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან საპატამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ზუსტად სამ წუთში პაულო დიბალამ “პალერმოს” უპირატესობა ორბურთიან გახადა.

ამრიგად, “მილანმა” სეზონის მეორე მარცხი იწვნია. ფილიპო ინძაგის გუნდს 16 ქულით სატურნირო ცხრლის მე-7 ადგილი აქვს დაკავებული. “პალერმოს” 12 ქულით მე-13 პოზიცია უკავია.

სატურნირო ცხრილის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ცხრლები

იტალიის სერია A
X ტური
“მილანი” — “პალერმო” 0:2 (0:2)
გოლები: საპატა 23′ (ა.გ.), დიბალა 26′.