დეროზანმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრაში „ტორონტო რეპტორსის“ უკანახაზელმა დემარ დეროზანმა 42 ქულა დააგროვა, რითაც პროფესიონალურ კარიერაში პირადი რეკორდი დაამყარა.

დემარ დეროზანმა „დალასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსის“ უკანახაზელმა დემარ დეროზანმა „დალას მავერიკსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (102:106) ტრავმა მიიღო, რის შესახებაც „The Score“ იტყობინება.

„რეპტორსის“ საუკეთესო სნაიპერი ბოლო მეოთხედში დაშავდა, როდესაც გარღვევის შემდეგ წაიქცა. 8 სროლიდან დეროზანმა ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ცნობისთვის, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსწლიანი კარიერის განმავლობაში უკანახაზელმა ჯამში მხოლოდ 11 მატჩი გამოტოვა.

დემარ დეროზანისა და რობინ ლოპესის დანკები – დღის საუკეთესო ეპიზოდები

თქვენს წინაშეა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს გამთენიისას ჩატარებული მატჩების საუკეთესო ეპიზოდების ამსახველი ვიდეო.