“დინამო” ბათუმი ბრძოლას აგრძელებს

ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის შეხვედრა გაიმართა რაგბი არენაზე, ერთმანეთს “დინამო” ბათუმი და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

ბათუმელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და მათი უშუალო კონკურენტი სწორედ გორის “დილაა”, ამიტომაც ამ შეხვედრას მათთვის განსაკუთრებულო მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. რაც შეეხება მეორე ტაიმს გუნდები შედარებით გააქტიურდნენ და საბოლოოდ “დინამოს” ფეხბურთელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა ლამაზი დარტყმით შეხვედრაში ერთადერთი გოლიც გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ აჭარლები “დილას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან და დარჩენილ შვიდ ტურში შეეცდებიან, რომ გასავარდნ ზონას თავი დააღწიონ.

“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა: ტიმოფეევი, ფარტენაძე, ქორიძე, ვარშანიძე, შონია, სუხიაშვილი, გრიგალაშვილი, ტვილდიანი, მგელაძე, კვასოვი (არზიანი 66 (ქავთარაძე 86)), მარცვალაძე (ფლამარიონი 74)

სათადარიგო შემადგენლობა: ლევან შოვნაძე, ვალერიან თევდორაძე, თემურ ჩოგაძე, ნიკა კვანტალიანი.

“დილას” სასტარტო შემადგენლობა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე (ფლავი ნუბიო 64), წიქარიძე, ნონიკაშვილი (გოგიტა გოგატიშვილი 74), ფანცულაია, აბუბაკარი, კირკიტაძე, კვახაძე, მორასი, პედრინიო (გიორგი პაპავა 46)

სათადარიგო შემადგენლობა: გიორგი ბეგაშვილი, ოთარ კუსიანი, ადჯეი ჰეიფორდი, იმედია აშორტია

6 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ხუთშაბათს 6 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.
6 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მტკვრისპირელთა აქტივში ოთხი გამარჯვებაა. ორი მატჩი ფრედ დასრულდა და სამჯერ მეტოქემ მიაღწია წარმატებას. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/11 დინამოს სასარგებლოდ.
1938 წელს თბილისელებმა მოსკოვის მეტალურგი 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩში ბერძენიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა. 1957 წელს დინამო სახლში დამარცხდა კიშინიოვის ბურევესტნიკთან სამი უპასუხო ბურთით. 1962 წელს ფრე 1:1 კიეველ თანაკლუბელებთან. გოლი საკუთარ კარში შჩეგოლკოვმა გაიტანა. 1976 წელს მარცხი მოსკოვის ტორპედოსთან 0:1. ერთი წლის შემდეგ ჩელებაძის და ყიფიანის გოლებით დინამოელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი 2:0 დაამარცხეს. 1983 წელს თბილისელებმა სტუმრად მოსკოვში 1:0 აჯობეს ადგილობრივ ცსკა- ს. გამარჯვების გოლი ჩივაძემ გაიტანა.
1994 წელს დინამოელებმა რუსთავის მეტალურგი დაჯაბნეს 4:1. ყაველაშვილის დუბლს თითო გოლი კორღალიძემ და ნემსაძემ მიამატეს. 2002 წელს მტკვრისპირელებს ვიტ ჯორჯიამ 1:0 აჯობა, ხოლო 2011 წელს ისევ ვიტ ჯორჯიასთან დაპირისპირება ფრე 2:2. გოლები ალვაროს და კახელიშვილის ანგარიშზეა.

fcdinamo.ge