ლევერკუზენელებმა პაპადოპულოსი გამოისყიდეს

კირიაკოს პაპადოპულოსი მომდევნო სეზონშიც “ლევერკუზენის” ღირსებას დაიცავს. შეგახსენებთ, რომ მოთამაშე ლევერკუზენელთა ღირსებას იჯარის წესით იცავდა, მისი სატრანსფერო უფლებები კი “შალკეს” ეკუთვნოდა.

“ლევერკუზენის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გუნდებმა მოთამაშის სატრანსფერო ფასზე მოილაპარაკეს და 30 ივნისს პაპადოპულოსი კონტრაქტს 2020 წალმდე გააფორმებს.

“პაპადოპულოსმა დასრულებულ სეზონში დაამტკიცა, რომ საიმედო ცენტრალური მცველია. ის მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს” – განაცხადა რუდი ფიოლერმა.

პაპადოპულოსი ტრავმირებულია

ლევერკუზენის “ბაიერის” უნივერსალი კირიაკოს პაპადოპულოსი ტრამვირებულია. ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა მხრის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც წლის ბოლომდე ვეღარ გავა მოედანზე.

აღნიშნული ტრავმა მოთამაშეს სექტემბრიდან აწუხებდა, თუმცა სანქტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე პაპადოპულოსმა ძლიერი ტკივილი იგრძნო, რის გამოც ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა.

მიმიდნარე სეზონში პაპადოპულოსმა ბუნდესლიგაში 4 მატჩი ჩაატარა.