ბლექპულმა ლეჟარი დაიმატა

ბელგიელმა ნახევარმცველმა ჯონათან ლეჟარმა “ბლექპულთან” მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის მოთამაშე ინგლისურმა კლუბმა რამდენიმე კვირიანი სინჯების შემდეგ გაიფორმა.

კონტრაქტი სეზონის დასრულებამდეა გათვლილი და მხარეების სურვილის შემთხვევაში ზაფხულში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

“კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა, თუმცა საბოლოოდ “ბლექპული” ავირჩიე. კლუბს დიდი სიხარულით დავეხმარები” – განაცხადა ლეჟარმა.