ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ დევიდ ჯეიმსმა „ჩელსის“ გოლკიპერის პეტერ ჩეხის „არსენალში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.
„ჩეხი კარგი მეკარეა, მაგრამ ის თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს. რრთულია იმის თქმა, დაუბრუნდება თუ არა ის 33 წლის ასაკში ოპტიმალურ ფორმას.
„არსენალისთვის“ უკეთესი ბეგოვიჩის შეძენა იქნებოდა. ის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მისი უპირატესობა ასაკში გამოიხატება. მის გარდა, 15 წელიწადზე მეტი პრემიერლიგაში მხოლოდ ტიბო კურტუას აქვს.
თუ „არსენალის“ ქომაგი ვიქნებოდი, მაშინ ბეგოვიჩის ტრანსფერი უფრო გამახარებდა“, – განაცხადა ჯეიმსმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხი „ჩელსიდან“ „არსენალში“ ათ მილიონ ევროს გადავიდა, ბეგოვიჩი კი „სტოკ სიტიდან“ სწორედ „არისტოკრატების“ რიგებში გადაბარგდა