დავითაშვილმა დინამოს მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

ბათუმის “დინამოსთან” წაგებული მატჩის შემდეგ მარცხის მიზეზებზე თბილისის “დინამოს” მწვრთნელმა, სულიკო დავითაშვილმა ისაუბრა.

სულიკო დავითაშვილი: რთულია წაგებული თამაშის შემდეგ ლაპარაკი. ვულოცავ ბათუმის „დინამოს“. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. დღეს არ გაგვიმართლა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და მსგავსი ჩავარდნები მოსალოდნელია. ბიჭებმა თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენეს. რთულია ორი ტაიმის განმავლობაში დაცვაში მყოფ გუნდს მუდმივად შეუტიო. ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ვეცდებით მომდევნო მატჩებში გამოვასწოროთ დღეს დაშვებული შეცდომები.”