სტაკი „ინდიანას“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება

„მილუოკი ბაქსთან“ მატჩში „ინდიანა პეისერსის“ უკანახაზელმა როდნი სტაკმა ტრავმა მიიღო.

კალათბურთელმა მარცხენა ფეხი იტკინა. სავარაუდოდ, თავის გუნდს სტაკი უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „პეისერსის“ ლაზარეთში ასევე პოლ ჯორჯი, ჯორჯ ჰილი, სი ჯეი უოტსონი და დევიდ უესტი არიან.

მიმდინარე სეზონში „ინდიანას“ რიგებში როდნიმ ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 8,8 ქულა, 1,3 მოხსნა და 2,5 გადაცემა შეადგინა.