ფიოლერი: “ლევერკუზენი შმიდტს ენდობა”

ლევერკუზენის “ბაიერის” ხელმძღავანელობა კლუბის მთავარ მწვრთნელ როჯერ შმიდტს მხარდაჭერას უცხოდებს. ამის შესახებ განცხადება ლევერკუზენელთა სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა გააკეთა.

“ჩვენს ფეხბურთელებს და პირველ რიგში მთავარ მწვრთნელ სრულ ნდობას ვუცხადებთ. შმიდტი ამ თანაბდებობაზე უსაფუძვლოდ არ მოგვიწვევია. ჩვენი მიზნების მიღწევა მწვრთნელის დახმარებით გვსურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროზონაში შევძლოთ მოხვედრა. სამწუხაროდ, ფრეების გამო ბევრი ქულა დავკარგეთ” – განაცხადა ფიოლერმა.

 

ფიოლერი: “გიბრალტარს 15:0 უნდა მოვუგოთ”

გერმანიის ნაკრების ვეტერანმა რუდი ფიოლერმა გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

“ბაიერის” სპორტული დირექტორის თქმით, ბუნდესნაკრებმა ასეთ დონის მეტოქე ნებისმიერი შემადგენლობით უნდა გაანადგუროს.

“გერმანიის სასტარტო ნაკრებმა გიბალტართან 15:0-ისმოგება შეუძლია, სარეზერვოს – 10:0, ხოლო ახალგაზრდულ გუნდს – 5:0” – თვლის რუდი ფიოლერი.

შეგახსენებთ, გერმანიისა და გიბრალტარის შეხვედრა 11 ნოემბერს, ნიურნბერგში შედგება.