„ჯენოასთან“ სერია ა-ს მე-15 ტურში „ინტერმა“ ადემ ლიაიჩის გოლით ანგარიშთ 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლის ავტორმა შეხვედრის შემდეგ განვლილი მატჩი თავად შეაფასა.
„ჩემს გოლს დიდი მნიშვნალობა აქვს, რადგან ის სამ ქულად ფასობს.
ვცდილობ, ყოველდღე ბევრი ვივარჯიშო და გუნდს მატჩების დროს დავეხმარო. კარგ ფორმაში ვარ. იმედია, ასე გავაგრძელებ.
დავრჩები თუ არა „ინტერში“? კლუბები ამ საკითხს ერთმანეთში გაარკვევენ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და მსურს, რომ გუნდს დავეხმარო.
იმედია, „რომა“ ჩემ გაშვებას ნანობს“, – განაცხადა ლიაიჩმა „Mediaset Premium“-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის შუახაზელი „ინტერში“ იჯარით „რომადან“ გადავიდა.